„საკვირაო სკოლა“ 2016 წელს დაარსდა და ის 6-დან 15 წლამდე აღსაზრდელებს აერთიანებს. სკოლა შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათისაა. სასწავლებელში ბავშვები და  მოზარდები მეტყველებას, ერუდიციას, მართლწერას, ვიდეო და ფოტოკამერასთან მუშაობას და სხვა საგნებს სწავლობენ.

„საკვირაო სკოლას“ აქვს ვიდეომიმართულება, სადაც აღსაზრდელები გადაცემების, სიუჟეტების და ახალი ამბების შექმნის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.

 საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, კულტურის სხვადასხვა სფეროს უკეთ გაცნობა,  უფროს და უმცროს თაობას შორის არსებული საკითხებისა და პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, „საკვირაო სკოლის“ ძირითადი მიმართულებებია.

გაკვეთილები  კვირაში ორჯერ, სამი საათის ხანგრძლივობით ტარდება. სკოლას ჰყავს კვალიფიციური პედაგოგები, რომლებსაც მოზარდებთან და ბავშვებთან მუშაობის ანგარიშგასაწევი  გამოცდილება აქვთ.

სკოლა აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ-კულტურულ და საქველმოქმედო აქტივობებში ან თავად არის ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორი.

„საკვირაო სკოლის“ მხარდამჭერები არიან:

  • თბილისის საკრებულო;
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
  • მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
  • საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია.

„საკვირაო სკოლაში“ ბავშვების მიღება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე მიმდინარეობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

+(995) 555 934934  ანა ჩანგიანი – „საკვირაო სკოლის“ დირექტორი

მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა 14 ბ. 1-ლი სადარბაზო, მე-2 სართული.